ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თვის ბოლოს „ბებერ ქალბატონს“ დატოვებს, რადგან კონტრაქტი ეწურება, მხარეები კი მის გახანგრძლივებას არ გეგმავენ.
Diario Sport-ის თანახმად 43 წლის კიპერის დამატება კატალონიის ბარსელონას სურს, თუმცა ამ შეთავაზებაზე ბუფონმა უარი განაცხადა. მიზეზად მან დაასახელა, რომ აღარ სურს იყოს სათადარიგოთა მეკარე და ისეთ კლუბში გადასვლა უნდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება.
იტალიელი კარის დარაჯი ასევე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშსაც გეგმავს, ამ შემთხვევაში ის პირველი ფეხბურთელი გახდება, ვისაც ექვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ექნება მონაწილეობა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯიმ გასულ სეზონში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 14 თამაში ჩაატარა და ამ შეხვედრებში ტურინული კლუბი ერთხელაც არ დამარცხებულა.