„იუვენტუსისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიხტმა, რომელსაც საზარდულის ტრავმა აწუხებს, შესაძლოა, ევრო 2020-ის უკრაინასთან პირველი მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწროს.
AD-ს ცნობით, გუშინდელ ვარჯიშზე ის საერთო ჯგუფთან ერთად ირჯებოდა, თუმც ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ მატეისი მალე მომჯობინდება. თუმცა, შესაძლოა, უკრაინასათან პირველ მატჩში ვერ ითამაშოს.
ნიდერლანდები - უკრაინის შეხვედრა 13 ივნისს, ამსტერდამში „იოჰან კრუიფ არენაზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.