ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა სადაც „ფენიქს სანსი“ „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 123:98 სძლია.
მონტი უილიამსის გუნდი მთელი თამაშის განავლობაში უპირატესობას ფლობდა, რაც საბოლოოდ ანგარიშზეც აისახა.
მარცხის მიუხედავას აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო „დენვერის“ კალათბურთელი ნიკოლა იოკიჩი იყო. სერბმა ცენტრმა პარკეტზე 29:34 წუთი გაატარა, რა დროშიც 24 ქულით, 13 მოხსნითა და 6 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.
გამარჯვებულთა რიგებში ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა დევინ ბუკერი. 24 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 18 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი შესძინა.
პარკეტზე მყოფი 28 მოთამაშიდან შეხვედრა უქულოდ მხოლოდ სამმა კალათბურთელმა: ლენგსტონ გელოუეიმ, ჰარისონმა და სმიტმა დაასრულეს.
„ფენიქსმა“ სერიაში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა და 2:0-ს იგებს, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 12 ივნისს გაიმართება.