ინგლისის პრემიერლიგამ ევროპის სუპერლიგის დამფუძნებელი 6 ინგლისური კლუბი („მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსი“, „ლივერპული“ და „არსენალი“) ჯამში 22 მილიონი ევროს ოდენობით დააჯარიმა.
აღნიშნულ თანხას პრემიერლიგა ფეხბურთის განვითარებას მოახმარს, იმ სფეროებს, რამაც შეიძლება ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანი და მდგრადი გახადოს.
აღსანიშნავია, რომ თუ ეს კლუბები მომავალში კვლავ ჩაერთვებიან სუპერლიგაში ან მსგავს პროგრამებში, მოუწევთ 25 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა და პრემიერლიგაში 30 ქულა დააკლდებათ.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა კლუბებმა სუპერლიგა შექმნიდან მალევე დატოვეს, რაც გულშემატკივართა პროტესტით იყო გამოწვეული.