საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი იგა შვიონტეკი მეოთხედფინალში ბერძენ მარია საკარისთან 4:6, 4:6 დამარცხდა და ტიტულის დაცვას ვეღარ შეძლებს. საკარიმ პოლონელის როლან გაროსზე 11 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.
ორი დრის წინ მარია გახდა პირველი ბერძენი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის მეთხედფინალში პირველად გავიდა და შეუძლია ასევე გახდეს პირველი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული.
კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა ბარბორა კრეიჩიკოვასა და კოკო გაუფს შორის, სადაც საუკეთესო ჩეხი აღმოჩნდა. ბარბორამ ამერიკელი 7:6, 6:3 დაამარცხა და პირველად გავიდა დიდი სლემის ნახევარფინალში. ჩეხმა როლან გაროსი 2018 წელს წყვილთა თანრიგში კატერინა სინიაკოვასთან ერთად მოიგო და მაშინ აღნიშნულ დისციპლინაში პირველ ადგილზე იყო. ამჯერად, ბარბორა რეიტინგში 33-ე ადგილზეა, ხოლო 2021 წელს 33 მატჩიდან 24 მოიგო.
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ანასტასია პავლიუჩენკოვა ტამარა ზიდანსეკს შეხვდება, ხოლო ბარბორა მარიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა 10 ივნისს გაიმართება.