ინგლისურ „ვულვერჰემპტონს“ პორტუგალიელი სპეციალისტი ბრუნო ლაჟე გაწვრთნის. ინფორმაცია „მგლების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლაჟემ მისი თანამემამულე ნუნუ ესპირიტუ სანტუ შეცვალა და მომდევნო სეზონში პრემიერლიგაში იმუშავებს.
ბრუნო ლაჟე ლისაბონის „ბენფიკაში“ 2019-2021 წლებში მუშაობდა და „არწივებს“ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულიც მოაგებინა.