ფეხბურთი

17:12 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრების განაცხადს ლუის ენრიკემ 15 ფეხბურთელი დაამატა

ესპანეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე პანიკაა. „ფურია როხას“ ორ ფეხბურთელს, სერხიო ბუსკეტსსა და დიეგო ლორენტეს კორონავირუსი დაუდასტურდათ და შემთხვევების ზრდაც მოსალოდნელია.

უეფას დებულებით, გუნდებს განაცხადში ცვლილებების შეტანა პირველ მატჩამდე შეუძლიათ და ესპანეთი პირველ ტურში 14 ივნისს, შვედეთთან ითამაშებს. ლუის ენრიკეს დრო აქამდე აქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

პირინელთა მთავარმა მწვრთნელმა 6 ფეხბურთელი უკვე გამოიძახა - კეპა არისაბალაგა, რაულ ალბიოლი, როდრიგო მორენო, კარლოს სოლერი, ბრაის მენდესი და კარლოს სოლერი. თუმცა, ჯერ ისინი საბოლოო განაცხადში არ არიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.

ამ 6 ფეხბურთელის გარდა, სათადარიგო სიაში 21-წლამდე ნაკრებიდან კიდევ 11 ფეხბურთელი დაემატა - ალვარო ფერნანდესი, ოსკარ მინგესა, მარკ კუკურელია, ბრაიან ხილი, ხუან მირანდა, გონსალო ვილარი, ალეხანდრო პოზო, ბრაჰიმ დიასი, მარტინ ზუბიმედნი, იერემი პინო და ხავი პუადო. ისინი ვარჯიშობენ ყოველიშემთხვევისთვის და თუ საჭირო იქნება, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს ეს მოთამაშეები წარადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს განაცხადში 26 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლო, მაგრამ მან თავდაპირველად ეს ქვოტა ბოლომდე არ გამოიყენა და 24-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე რადიკალურად განსხვავებული შემადგენლობით თამაში მოუწიოს.

0.115211