ფილიპო ინძაგი სერია B-ს ბინადარ „ბრეშას“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ლომბარდიულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ინძაგის „ბრეშაში“ სერია A-ს საგზურის მოპოვება დაუსახეს მიზნად, რადგან გასულ სეზონში გუნდს ელიტამდე ცოტა დააკლდა.
პიპო ბოლოს „ბენევენტოს“ ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე „ბოლონიას“, „ვენეციას“ და „მილანს“ წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლების სეზონში „ბენევენტო“ სერია A-ში სარეკორდო ქულების რაოდენობით გადაიყვანა.