ესპანეთის ნაკრებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. სერხიო ბუსკეტსის შემდეგ ვირუსი დიეგო ლორენტეს აღმოაჩნდა და თვითიზოლაციაშია.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ესპანეთის ნაკრები შვედეთს 14 ივნისს დაუპირისპირდება, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდი ჯერ ვარჯიშაც ვერ ახერხებს და კარანტინშია.
აღსანიშნავია, რომ ორი ინფიცირებული ფეხბურთელი შვედეთსაც ჰყავს - დეიან კულუშევსკი და მატიას სვანბერგი. უეფა ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს და უცნობია ჩატარდება თუ არა თამაში.