ფეხბურთი

11:27 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სანდრო ტონალის გამოისყიდის

იტალიური „მილანი“ „ბრეშადან“ სანდრო ტონალის გამოისყიდის. Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და იტალიელი ნახევარმცველი „როსონერის“ სრულუფლებიანი წევრი გახდება.

„ბრეშა“ ტონალის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით 5 მილიონი ევრო დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ტონალიმ „მილანში“ გასული სეზონი იჯარით გაატარა და და სერია A-ში ჩატარებულ 25 მატჩში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

0.112599