ფეხბურთი

1:10 | 9.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის ქართველი ფეხბურთელი "ბაიერნის მსოფლიო გუნდში" აარჩიეს

ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე მიუნხენის „ბაიერნის“ „მსოფლიო გუნდში“ მოხვდა. ეს არის პროექტი, რომლის ფარგლებში „რეკორდმაისტერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნიჭიერ ფეხბურთელებს ეძებს და მათ თავის გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

ნოზაძემ გერმანულ გრანდს თავისი ვიდეო გაუგზავნა და 17 წლის ფეხბურთელს 19-წლამდე გუნდში მოხვედრის შანსი გაუჩნდა. აღსანიშნავია, რომ „ბაიერნმა“ 64 ქვეყნის 1200 ბავშვიდან სულ 15 შეარჩია და ერთ-ერთი ქართველი მოთამაშეა.

ნიკა ნოზაძე ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და მისი კარიერა „გაგრაში“ დაიწყო. ის „ბაიერნის“ შეკრებაზე დანარჩენ 14 ფეხბურთელთან ერთად მიმდინარე თვის ბოლოს წარსდგება.

0.125229