შტუტგარტის ღია პირველობაზე წარმატებული სტარტი აიღო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთერლი 1/16 ფინალში გერმანელ დასტინ ბრაუნს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3, 7:6 აჯობა.
შეხვედრა საათი და 23 წუთი გაგრძელდა, სადაც საქართველოს საუკეთესო ჩოგანმა მსოფლიოს 303-ე ნომერ ჩოგბურთელს ზედმეტი პრობლემების გარეშე სძლია.
ნიკას 7 ეისი ჰქონდა, ხოლო გერმანელს 12. რაც შეეხება ორმაგ შეცდომას - ბასილაშვილმა 5, ხოლო დასტინმა 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
აღნიშნული წყვილი ერთმანეთს პირველად შეხვდა, რაც შეეხება ნიკას მომდევნო მეტოქეს, ჩილიჩი-მოლეკერის წყვილში გამარჯვებული იქნება.