ძიუდო

16:19 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ბუდაპეშტში მიმდნარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი გავიდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საოცრად იასპარეზა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ლაშამ მიყოლებით 5 დაპირისპირება მოიგო. მან პირველ ორთაბრძოლაში პერუელ ალონსო ვონგს აჯობა, შემდეგ კი ბრაზილიელ ედიარდო ბარბოსას მოუგო. მერვედფინალში ისრაელის წარმომადგენელ იონათან ელბაზს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი ბოლო წამებზე მომგუდავი ილეთი გაუკეთა და მეტოქე დანებდა. მეოთხედფინალში უნგრელ უნგვარს ძალზე დაძაბულ ბრძოლაში მე-7 დამატებითი წუთის მილევის შემდეგ აჯობა, როდესაც მეტოქეს მესამე შიდო მიაღებინა, ხოლო ნახევარფინალში თურქ ჩილოღლუს გოლდენ სქორში ფინალში გადამსვლელი ორთაბრძოლა მოუგო. ფინალში მისი მეტოქე შვედი ტომი მაციასი იქნება.

აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილს შანსი აქვს საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდეს, რომელსაც ოლიმპიადა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ექნება მოგებული.

შეგახსენებთ, რომ მე-2 და მე-3 საშეჯიბრო დღეს შავდათუაშვილის გარდა კიდევ ხუთმა სპორტსმენმა იასპარეზა, თუმცა მედლის მოპოვება ვერცერთმა მათგანმა მოახერხა.

0.11712