ფეხბურთი

18:05 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვან დე ბეკი ევრო 2020-ს გამოტოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი, დონი ვან დე ბეკი, ტრავმის გამო ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს - გვამცნობს ნიდერლანდების ეროვნული გუნდის პრესსამსახური.

მთავარი მწვრთნელი, ფრანკ დე ბური, მის მაგიერ სხვა ფეხბურთელს არ გამოიძახებს.

ახლადდამთავრებულ სეზონში, ვან დე ბეკმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 36 მატჩი გამართა, ერთი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე პასი შესარულა.

0.126817