„მილანის“ ნახევარმცველს, ჰაქან ჩალჰანოღლუს, კლუბთან კონტრაქტი ამ თვის ბოლოს უმთავრდება და დიდი ალბათობით, ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თურქი ფეხბურთელი თავის აგენტ გორდონ სტიპიჩთან ერთად, მზადაა მიიღოს „მილანის“ ახალი შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ჩალჰანოღლუ წელიწადში ჯამაგირად 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლადდამთავრებულ სერია A-ს სეზონში, ჩალჰანოღლუმ „მილანის“ მაისურით 33 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. ის მილანურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობს.