კალათბურთი

1:27 | 8.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა ნახევარფინალში, "ტენერიფე" "ბარსელონასთან" განადგურდა

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ „ბარსელონას“ ესტუმრა და ძალიან სუსტად ითამაშა. კანარიელებმა კატალონელებს წინააღმდეგობა საერთოდ ვერ გაუწიეს და საბოლოოდ 69:112 წააგეს.

გიორგი შერმადინმა 17:53 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც „ბარსას“ 21 ქულა და 3 მოხსნა შესძინა. სერიაში კატალონური გრანდი დაწინაურდა, მეორე შეხვედრა კი 9 ივნისს, ტენერიფეში გაიმართება.

0.115067