საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა, რომელშიც ნეიმარი ვერ მოხვდა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად ლიგა 1-ის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებული სიმბოლური კი ასე დაკომპლექტდა.
მეკარე: მაიკ მენიო (ლილი)
მცველები: ჯონათან კლაუსი (ლანსი), მარკინიოსი (პსჟ), ჟოზე ფონტე (ლილი), რეინალდუ მანდავა (ლილი)
ნახევარმცველები: ლუკას პაკეტა (ლიონი), ბენჟამენ ანდრე (ლილი), ორელიენ ტჩუამენი (მონაკო)
თავდამსხმელები: მემფის დეპაი (ლიონი), ბურაქ ილმაზი (ლილი), კილიან მბაპე (პსჟ)
შეგახსენებთ, ნეიმარს 2020-2021 წლების სეზონი არც ისე წარმატებული ჰქონდა. 18 შეხვედრაში 9 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა და პსჟ ჩემპიონიც ვერ გახდა.