ფეხბურთი

13:27 | 7.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე: "ოქროს ბურთი? ამაზე საუბარი ადრეა"

საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველ ნგოლო კანტეს საოცარი სეზონი ჰქონდა და ბევრი ფიქრობს, რომ „ოქროს ბურთსაც“ იმსახურებს. თუმცა, კანტე ასე არ თვლის და ამბობს, რომ წლის ბოლომდე კიდევ ბევრი დროა დარჩენილი.

„ეს წელი რთული იყო. ვფიქრობ, რომ ტუხელმა მოედანზე მეტი თავისუფლება მომანიჭა და ჩემი ფეხბურთის თამაშის საშუალება მომცა. ოქროს ბურთი? ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, წლის ბოლომდე კიდევ 6 თვეა დარჩენილი. წინ ბევრი თამაშია და ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ მე ვიმსახურებ ოქროს ბურთს. მეც სხვებივით ჩვეულებრივი მოთამაშე ვარ“, - თქვა კანტემ.

შეგახსენებთ, ნგოლო კანტემ „ჩელსის“ ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფში დიდი წვლილი შეიტანა. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება.

0.122345