ნიდერლანდების ნაკრების კაპიტანმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა საქართველოს ნაკრებთან (3:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მსგავსი თამაშები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კარგია.
„ის რაც შოტლანდიასთან არასწორად გავაკეთეთ, ამჯერად კარგად გამოგვივიდა. მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს დავუშვით რამდენიმე შეცდომა და მეტოქეს გოლის გატანის შანსი მივეცით, მაგრამ მეორე ტაიმში პრობლემა არ შეგვქმნია. შეიძლება მცირე რაღაცის გამოც დაისაჯო და ამიტომ, რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ.
ისინი ნახევარდაცვაში უკნიდან თამაშობდნენ და ამან საქმე გაგვიმარტივა. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა, მაგრამ შეიძლება საქმის გაკეთება სხვანაირად მოგვიწიოს, როდესაც ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ ვითამაშებთ, როგორიც მაგალითად მატს ჰუმელსია.
კრიტიკა? ვიცით, რომ მედია გვაკრიტიკებს, ამაზე ვისაუბრეთ და ამას არ უნდა გავექცეთ. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს და მსგავსი თამაშები კარგია ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად“, - თქვა ვეინალდუმმა.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 სექტემბერს, ბათუმში კოსოვოსთან ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ჩაატარებს. ნიდერლანდები კი 13 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში უკრაინას ამსტერდამში დაუხვდება.