„პარი სენ ჟერმენი“ ახლოსაა ჟორჟინიო ვეინალდუმის ტრანსფერთან. როგორც Sky Sports-ი იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
ვეინალდუმ პსჟ-მ იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე „ლივერპულში“ გამოიმუშავებს და მანაც პარიზში გადაბარგების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი აქამდე „ბარსელონასთან“ იყო შეთანხმებული, მაგრამ პსჟ-ს უკეთესი წინადადების მერე გადაწყვეტილება შეცვალა.
შეგახსენებთ, ვეინალდუმი 30 ივნისს „ლივერპულს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, რადგან ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი ეწურება. ის მერსისაიდელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და 237 თამაშში თავი 22-ჯერ გამოიჩინა.