„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო The Sun-ის მიმომხილველია ევროპის ჩემპიონატზე და მან კონტინენტის პირველობის წინ ისაუბრა. პორტუგალიელი ფიქრობს, რომ იტალიის ნაკრები ნახევარფინალამდე მივა, რადგან ამ გუნდს სუსტი წერტილი თითქმის არ გააჩნია.
ჟოზე ფიქრობს, რომ საფრანგეთისთვის ჩემპიონობის გარდა ყველა სხვა დანარჩენი შედეგი უარყოფითი იქნება, ხოლო გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენას არ გამორიცხავს.
„ჩემი „რომას“ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე ყურადღებით დავაკვირდები. იტალიას გამოცდილი ფეხბურთელების და ახალგაზრდა მოთამაშეების კარგი მიქსი ჰყავს, რომლებმაც გამარჯვება იციან. ევროპის ჩემპიონატი ძლიერი გუნდი იქნებიან და მანჩინის დამსახურებით ძალიან გაიზარდნენ. „აძურის“ სუსტი წერტილის პოვნა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ისინი საუკეთესო ოთხეულში მოხვდებიან.
ვფიქრობ, რომ გერმანიის ნაკრები შეიძლება ჯგუფიდან ვერ გავიდეს, მიმაჩნია, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფიდან გავა, ბოლომდე მისვლაც შეუძლია. მათ ცუდად ჩაატარეს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები და ერთა ლიგის ტურნირი. შინ წააგეს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ძნელია იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ასე ცუდად ეთამაშეთ. ახლა ყველაფრის გარკვევის მომენტია და ჩვეულებრივ, ეს არის დრო და დიდი ტურნირი, როდესაც გერმანია სერიოზულად თამაშობს. ეს არის გუნდი, რომლისაც უნდა შეგეშინდეს.
ინგლისს ფანტასტიკური გუნდი ჰყავს, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ. საფრანგეთი ფავორიტია და ჩემპიონობის გარეშე მათთვის სხვა შედეგი უარყოფითი იქნება. პორტუგალიას და ბელგიას ძალიან ნიჭიერი გუნდები ჰყავთ და კარგად თამაშობენ, ესპანეთი ტექნიკურად ძლიერია, მაგრამ ფინალში ვერ ვხედავ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისიდან აიღებს და ტურნირი რომში, იტალია - თურქეთის მატჩით გაიხსნება.