ფეხბურთი

10:28 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" პრეზიდენტი: "ოქრიაშვილი? ჩავარდნილი ტრანსფერის გამო იმედგაცრუებული არ უნდა ვიყოთ"

თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიის „ომონიასთან“ ახლოს იყო, მაგრამ საბოლოო ქართველი შემტევი ნიქოზიის „აპოელში“ გადავიდა. „ომონიას“ პრეზიდენტმა მარიოს არგირიდისმა ჩავარდნილი ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამის გამო იმედგაცრუება საჭირო არ არის.

„ოქრიაშვილის მსგავსი შემთხვევა შარშან გვქონდა, უზოჰოს ტრანსფერზე, როდესაც ის „აპოელში“ წავიდა. მაგიური არაფერი მომხდარა და იმედგაცრუებული არ უნდა ვიყოთ ყველა დაკარგული ტრანსფერის გამო“, - თქვა არგირიდისმა.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილმა „აპოელთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. ის ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა.

0.124796