ყატარული „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მთავარ მწვრთნელობას ორჯერ სთავაზობდნენ, მაგრამ ორჯერვე მშობლიური კლუბი უარით გაისტუმრა.
„სამწუხაროდ ან საბედნიეროდ, მე „ბარსელონას“ მწვრთნელობაზე უარი ირჯერ ვთქვი. ოჯახის, პროფესიული და კონტრაქტის გარემოებების გამო. უნდა ვაღიარო, რომ ეს ძალიან რთული იყო, რადგან მე კულე ვარ, მაგრამ შესაფერისი დრო არ იყო“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, ჩავის სამწვრთნელო კარიერა „ალ-სადში“ დაიწყო და ყატარული გუნდის გარდა, სხვაგან მწვრთნელის რანგში არ უმუშავია.