ფეხბურთი

12:24 | 6.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"პორტუმ" სერჟიო კონსეისაოს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პორტუგალიურმა „პორტუმ“ მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოს კონტრაქტის გაუხანგრძლივა. ამის შესახებ „დრაკონების“ ვებგვერდი იტყობინება.

შეთანხმების საფუძველზე კონსეისაო „პორტუს“ 2024 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ახლოს იყო გუნდის დატოვებასთან, მაგრამ იტალიურ „ნაპოლისთან“ შეთანხმება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

სერჟიო კონსეისაო „პორტუს“ 2017 წლიდან ავარჯიშებს და ორჯერ მოაგებინა პორტუგალიის ჩემპიონატი, ერთხელ კი პორტუგალიის თასი.

0.121617