VTB ლიგის ფინალური სერია დაიწყო და მოსკოვის ცსკა-მ სტუმრად ყაზანის „უნიქსი“ განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 85:77 დაამარცხა. მატჩის ბედი ბოლო პერიოდის წინ პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რადგან მოსკოველები 19-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ.
თორნიკე შენგელიამ 23:20 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა.
ცსკა-ში საუკეთესო ვილ კლაიბერნი იყო, რომელმაც თავის გუნდს 19 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი შესძინა. სერიის მეორე მატჩი 7 ივნისს, ისევ ყაზანში გაიმართება.