„ლიდსი“ ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელით, ედვარდ ნკეტიათი დაინტერესდა -გვამცნობს Football Insider. ლიდსელები მზად არიან 22 წლის ინგლისელში 20 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.
ახლადდამთავრებულ პრემიერლიგის სეზონში, ნკეტიამ 29 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა.
ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი, ნკეტია, ადრე უკვე თამაშობდა „ლიდსში,“ 2019-20 წლებში, იჯარის წესით.