ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ადგილობრივი ჟურნალისტები მას აკრიტიკებენ, რომ 5-3-2 სქემით თამაშობს, მაგრამ დე ბური სათამაშო სისტემის შეცვლას არ აპირებს.
„დარწმუნებული ვარ 5-3-2 სქემა გვჭირდება და საქართველოსთანაც ამ ტაქტიკით ვითამაშებთ? სავსებით შესაძლებელია უკრაინასთანაც ასე ვითამაშოთ, დიდი შანსია, მაგრამ ჯერ საბოლოო არაფერია.
ეს ამხანაგური თამაშია, პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ამ თამაშისგან უნდა ვისწავლოთ. 4-3-3-ზე გადასვლა? თუ ჩავთვლით, რომ ეს აუცილებელია, ამას გავაკეთებთ. ასევე გვყავს 4-3-3-ის ფეხბურთელებიც. სტივენ ბერგუისს კარგად შეუძლია ამ სქემაში თამაში, ისევე როგორც დონიელ მალენს, ქვინსი პრომესსა და კოდი გაკპოს.
დე ლიხტს უკვე ჰქონდა საზარდულის გარკვეული პრობლემა და ამიტომ, არ გვინდა რისკზე წავიდეთ. უნდა დაველოდით და ვნახოთ სიტუაცია როგორ განვითარდება“, - თქვა დე ბურმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.