სხვა

3:29 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ ჩემპიონს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა

100 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიურ ჩემპიონს, ამერიკელ ბრიანა მაკნილს, დოპინგსაწინააღმდეგო წესების დარღვევის გამო, ხუთწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. მძლეოსანთა ერთობის კავშირის (AIU) ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიადამდე, მაკნილის საქმის აპელაციაა დანიშნული და არაა გამორიცხული, რომ სასჯელის ზომა შეიცვალოს და ჩემპიონმა ტიტულის დასაცავად ასპარეზობა შეძლოს.

დოპინგ ტესტების დამუშავების პროცესში ჩარევის გამო, მაკნილი იანვრიდან დროებით ჩამოშორებული იყო შეჯიბრებიდან. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური ჩემპიონი, მძლეოსნობის მსოფლიო ფედერაციის დოპინგ საწინააღმდეგო წესების დარღვევაში ამხილეს.

დისკვალიფიკაცია ძალაში 2020 წლის 15 აგვისტოდან შევიდა. AIU-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაკნილს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) თავისი დისკვალიფიკაცია გასაჩივრებული აქვს და მისი საჩივრის განხილვა, ოლიმპიადის დაწყებამდე (23 ივლისი) არის დანიშნული.

AIU-სვე ინფორმაციით, CAS-მა დროებით შეაჩერა მაკნილის დისკვალიფიკაცია, რათა მან აშშ-ის ოლიმპიურ შესარჩევ შეჯიბრზე (27 ივნისს) გამოსვლა შეძლოს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ აპელაცია დაკმაყოფილდება და ჩემპიონის დისკვალიფიკაცია გაუქმდება.

მაკნილს ოლიმპიური ოქრო რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე აქვს მოპოვებული. 2013 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რიოში ტრიუმფის შემდეგ, მან სამი დოპინგ ტესტი ისე გააცდინა, რომ თავისი ადგილსამყოფელის შესახებ, დოპინგ კონტროლს წინასწარ არ შეატყობინა. ამის გამო, ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ამის გამო, 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზა.

0.143164