ავტოსპორტი

2:15 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურის დიდი პრიზი ისევ გაუქმდა

სინგაპურის ფორმულა 1-ის დიდი პრიზი, ზედზედ მეორედ გაუქმდა. ორგანიზატორთა განცხადებით, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია და მასთან დაკავშირებული რეჟიმია, რომელიც ქვეყანაში შესვლას ზღუდავს. რბოლა 1-3 ოქტომბერს იყო დანიშნული.

„რბოლის ზედიზედ მეორედ გაუქმება, ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, აუცილებელი იყო, რადგან ჩვენ უპირატესობას იმ შეზღუდვებს ვანიჭებთ, რომლებიც სინგაპურში მოქმედებს. შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ პრიორიტეტს ფანების, გუნდების და ორგანიზატორთა წევრების, კონტრაქტორების და მოხალისეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას ვანიჭებთ, სრულფასოვანი შეჯიბრის ჩატარება შეუძლებელი იქნება“, - ამბობს სინგაპურის დიდი პრიზის თავმჯდომარის მოადგილე კოლინ სინი.

სინგაპურის რბოლას, როგორც წესი, ათასობით უცხოელი მაყურებელი ესწრება ხოლმე, რომლებიც ქალაქ სახელმწიფოს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ. რბოლების გარდა, ტრეკის პერიმეტრში, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები ტარდება.

წლევანდელი რბოლის ბილეთების გაყიდვა არც დაწყებულა, რადგან ორგანიზატორები რბოლის გაუქმებაზე ადრევე ფიქრობდნენ. ამგვარად, სინგაპური მეორე რბოლაა, რომელიც გაუქმდა. უფრო ადრე, მსგავსი გადაწყვეტილება კანადის დიდი პრიზის ორგანიზატორებმა მიიღეს. მონრეალის რბოლა ისტანბულისას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ ისიც პანდემიური შეზღუდვების გამო გაუქმდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა იაპონიის, ბრაზილიის, მექსიკის და ავსტრალიის დიდი პრიზები. ამათგან ავსტრალიას სეზონი უნდა გაეხსნა, მაგრამ ის კალენდრის მეორე ნაწილში გადაიტანეს.

ფორმულა 1-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ რამდენიმე ალტერნატივა აქვთ, რომლებსაც საჭიროების შესაბამისად გამოიყენებენ. თუმცა კონკრეტულად არაფერია ცნობილი. არაა გამორიცხული, რომ ორ რბოლას უმასპინძლოს ოსტინმა (შტატი ტექსასი) და კავლავ დაბრუნდეს ისტანბულის ვარიანტი (თუ თურქეთში შეზღუდვები შემსუბუქდება). ასევე განიხილება კალენდარში ჩინური რბოლის დაბრუნება.

0.124408