ფეხბურთი

0:54 | 5.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორბელიძე: "სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ"

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ გიორბელიძემ ნიდერლანდებთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კლუბში მძიმე სეზონი გამოუვიდათ, მაგრამ ახლა ნაკრებზეა კონცენტრირებული და 100%-ით მზადაა ნიდერლანდებთან სათამაშოდ.

"კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპა ლიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი-ოფში და სამწუხაროდ ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ", - თქვა გიორბელიძემ.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ენსხედეში გაიმართება.

0.124973