ფეხბურთი

22:31 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები დომინირებენ

ინგლისის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდი გამოავლინა. 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" ჰყავს. ინგლისის ჩემპიონი გუნდიდან ედესრონი, ჟოაუ კანსელუ, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიასი, დევინ დე ბრუინი და ილქაი გიუნდოგანი გამოარჩიეს.

პრემიერლიგის მეორე ადგილზე გასული "მანჩესტერ იუნაიტედიდან" საუკეთესო გუნდში პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბრუნუ ფერნანდეში და ლუკ შოუ მოხვდნენ. ასევე გამოარჩიეს პრემიერლიგის ბომბარდირი ჰარი კეინი და მეორე ადგილზე გასული მოჰამედ სალაჰი, რომლებმაც შესაბამისად 23 და 22 გოლი გაიტანეს. საუკეთესო გუნდში კი "ტოტენჰემის" კიდევ ერთი ფეხბურთელი, სამხრეთკორეელი სონი შეიყვანეს.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წლის საუკეთესო გუნდს ამავე ასოციაციის წევრები და მოთამაშეთა გაერთიანება ხმის მიცემის შედეგად ადგენს.

0.115073