პარაგვაის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ფაბიან ბალბუენა "ვესტ ჰემს" დატოვებს. როგორც "ჩაქუჩების" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელს კონტრაქტი კლუბთან 30 ივნისს უმთავრდება და გუნდს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ფაბიანი.
ბალბუენა "ვესტ ჰემს" "კორინთიანსიდან" 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ჩატარებულ 61 მატჩში სამი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ფაბიანს იშვიათად უწევდა თამაში და კლუბის დატოვება ამჯობინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.