გერმანული „ლაიფციგის“ თავდამსხმელი ალექსანდერ სორლოთი იძულებული გახდა ტელეფონის ნომერი შეეცვალა. ეს ნაბიჯი მან ყოფილი კლუბის „ტრაბზონსპორის“ ფანების გამო გადადგა.
თურქული კლუბის ფანებმა მას ტელეფონზე და ინსტაგრამში 3 მილიონზე მეტი შეტყობინება გაუგზავნეს და ტრაბზონში დაბრუნებას სთხოვენ. საქმე ისაა, რომ ნორვეგიელმა „ლაიფციგში“ წარუმატებელი სეზონი ჩაატარა, 37 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „ტრაბზონსპორის“ მაისურით 49 შეხვედრაში თავი 33-ჯერ გამოიჩინა.
„ჩემს ტელეფონზე ნამდვილი ქაოსია! შევცვალე ნომერი, რადგან ათასობით მესიჯი მივიღე“, - თქვა სორლოთმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ სორლოთი 2018-2019 წლების სეზონში ბელგიურ „გენტში“ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.