ფეხბურთი

0:59 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2020-ის წინ იძულებითი ცვლილება განხორციელდა

იტალიის ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება მოხდა. „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატის წინ მილანის „ინტერის“ საყრდენი ნახევარმცველი სტეფანო სენსი გამოაკლდა, რომელიც ევრო 2020-ზე ვერ ითამაშებს.

სენსის ნაცვლად რობერტო მანჩინიმ ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი მატეო პესინა გამოიძახა და კონტინენტის პირველობაზე ის გაემგზავრება.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები თურქეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.

0.11309