„ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა ავსტრიასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო და გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია.
„ალექსანდერ-არნოლდმა გამოკვლევა ხუთშაბათს ჩაიტარა, რომელმაც აჩვენა, რომ ტრავმა ხელს შეუშლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშში, რომელიც შემდეგ კვირაში იწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს ინგლისის ნაკრებში 13 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.