6-დან 13 ივნისის ჩათვლით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 131 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს, მათგან კი 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვა.
საქართველო აღნიშნულ ტურნირზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით არის წარმოდგენილი, სადაც ქვეყნის სახელს და მედლებსთვის ბრძოლას 9 ბიჭი და 5 გოგო ეცდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი შემდეგნაირია:
-60კგ - თემურ ნოზაძე,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ - გელა ზაალიშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,
-70კგ - მარიამ ჭანტურია,
+78კგ - სოფიო სომხიშვილი.
აქვე გეტყვი, რომ ნაკრები უკვე უნგრეთში გაემგზავრა და მსოფლიოს პირველობას დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს.