ფეხბურთი

17:21 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სიმონე ინძაგი "ინტერის" მწვრთნელია

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგი ოფიციალურად დაინიშნა. იტალიელმა სპეციალისტმა „ნერაძურისთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ინძაგიმ ანტონიო კონტე შეცვალა, რომელმაც სკუდეტოს მოგების მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელობასთან სამომავლო გეგმებთან შეუთანხმებლობის გამო გუნდი დატოვა.

სიმონე ინძაგის აქამდე მხოლოდ „ლაციოში“ უმუშავია. 45 წლის სპეციალისტმა რომაული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა და მას მერე „არწივებს“ ორჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ იტალიის თასი მოაგებინა, ხოლო ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა.

0.113947