ფეხბურთი

17:49 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ენდი რობერტსონი - როგორია შოტლანდიის ნაკრების კაპიტნობა ევრო 2020-ზე?

ენდი (შოტლანდიურად ალბათ უფრო - ანდი) რობერტსონი ოთხი წლის იყო, რაცა მისი ქვეყნის ნაკრებმა ბოლოჯერ ითამაშა დიდ საფეხბურთო ტურნირზე. „ლივერპულის“ მარცხენა მცველს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი თითქმის არ ახსოვს. იმ დღეს მათთან ოჯახში ნათესავები ყოფილან სტუმრად და მათი სილუეტები უფრო დაამახსოვრდა ბუნდოვნად.

ეს იყო 1998 წლის 10 ივნისს, „სტად დე ფრანსეზე,“ ბრაზილიამ შოტლანდიას 2:1 მოუგო. ბევრჯერ აქვს ნანახი როგორ გამოჰყავს მინდორზე თავისი ნაკრები ქერა, გრძელთმიან კოლინ ჰენდრის. რას წარმოიდგენდა, რომ ევრო 2020-ზე უკვე ის უკაპიტნებდა „ტარტანთა არმიას.“

საერთოდ, რობერტსონის ისტორია მართლაც ზღაპარს ჰგავს. რამდენიმე წლის წინთ ის „ქუინზ პარკის“ სტადიონზე მატჩის პროგრამებს ყიდდა. 2019-ი კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო „ლივერპულთან“ ერთად და შოტლანდიის ნაკრების მაისურიც მოირგო.

ახლა, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მთელი შოტლანდია გულის ფანცქალით ელის ტურნირის დაწყებას.

აქვე გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ენდიმ ახლახან მისცა ჟურნალ FureFureTwo-ს

-ახლა თქვენ უკვე იმ ელიტურ ფეხბურთელთა რიცხვს ეკუთვნით, რომლებმაც შოტლანდიის ნაკრები დიდ ტურნირზე გაიყვანეს. ასეთი გუნდის კაპიტნობის პატივი კი კოლინ ჰენდრის შემდეგ არავის რგებია. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

-ყველაფერს. სამწუხაროდ, კოლინს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, რა ხდებოდა მის თავს, როცა ბრაზილიის წინააღმდეგ გუნდი მინდორზე გაჰყავდა. ეს ხომ დიდებული მომენტი იყო მთელი შოტლანდიური ფეხბურთისთვის. მახსოვს იმ მატჩში ჯონ კოლინზმა გაიტანა, რადგან სტუმრად ჩემი ბიძები იყვნენ მოსული და ამ დროს სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდნენ.

კოლინი ისტორიაში შევიდა, როგორც დიდი ფეხბურთელი და დიდი კაპიტანი. ვიცი, რომ ძალიან გამიმართლა, ახლა მის ადგილზე რომ ვარ.

როცა ნაკრებში პირველად გამომიძახეს, კაპიტანი შეუდარებელი დარენ ფლეტჩერი გახლდათ. მასთან ერთად მინდორზე ყიფნა ერთი სიამოვნება იყო. ახლაც უყოყმანოდ დავუთმობდი კაპიტნის სამკლავურს, რადგან ის ცხოვრობდა და სუნთქავდა შოტლანდიით.

საწყენია, რომ ამ წლების მანძილზე ბევრმა კარგმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე თამაში.

ჩვენთვის მაშველი რგოლი ერთა ლიგა გამოდგა. უნდა ვეცადოთ, რომ ელიტაში ყოფნა აუცილებლობად გვექცეს.

-თქვნი ქალიშვილი არია, ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ეს სიხარული გაიზიაროს (2 წლისაა), მაგრამ ვაჟი? (როკო 4 წლისაა)

-როკოს უყვარს ფეხბურთი და ბევრ მოთამაშეს ცნობს. ძალიან მინდოდა, მისი საყვარელი მოთამაშე ვყოფილიყავი, მაგრამ მისთვის საუკეთესო ჯონ მაკგინია. ვერ დავემდურები, ჯონი მართლაც შეუდარებელია.

ძალიან მენატრება ხოლმე ოჯახი, როცა სანაკრებო შეკრებებზე ვარ, მაგრამ ახლა მას უკვე ესმის რატომ არ ვარ სახლში.

კარგია, რომ მას, ჩემსავით, ბავშვობიდანვე შეუძლია შოტლადიის ნაკრების დიდ ტურნირზე გამოსვლის ცქერა. ვიმედოვნებ, შემდეგი ტურნირის ნახვა დიდი ხნის შემდეგ არ მოუწევს.

-ახლა თქვენ კაპიტანი, გუნდის სახე ხართ. ამ ბოლო დროს ნაკრებს ჰქონდა ცუდი და კარგი შედეგები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მხრებში ხელი მოგკიდეს და ფეხზე წამოგაყენეს.

-ჯერ არა. ამის თქმა ტურნირის დამთავრების შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა, ნებისმიერი შედეგი, მოტივაციას ვერ დაგვიკარგავს. ძალიან გვინდა მსოფლიო ჩემპიონატზეც ვითამაშოთ. მწვრთნელმა, სტივ კლარკმა, ნაკრებში საკლუბო სიტუაცია შექმნა და ასეთ ვითარებაში ბევრის მიღწევა შეიძლება.

გვინდა ისეთი თაობა გავხდეთ, რომელიც შოტლანდიის ნაკების დიდების დღეებს დააბრუნებს.

-დაფიქრებულხართ, რა შორს წახვედით?

-ჩვენ უბრალო ბიჭები ვართ, რომლებიც ბავშვობიდან ვაგორებდით ბურთს შოტლანდიის სხვადასხვა ადგილებში. გვიყვარდა ეს თამაში. გვქონდა ოცნებები. ბევრს ვმუშოაბდით და აქამდე სხვადასხვა გზებით მოვედით. ვფიქრობ, დამსახურებულად. ახლა ჩვენს უკან მთელი ერი დგას და კიდევ გვინდა ისეთი სიხარული მივანიჭოთ მათ, როგორც სერბებთან მატჩის შემდეგ, როცა ფინალური ეტაპის საგზური მოვიპოვეთ.

-მინდორზე როგორ იქნება საქმე?

-როცა ვამბობ მომენტით უნდა დავტკბეთ მეთქი, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე უკვე გაკეთებული გვგონია. პირიქით, ჩვენ იქ საბრძოლველად მივდივართ. მთავარი ამოცანა ურთულესი ჯგუფიდან გასვლაა, მერე ვნახოთ.

ვფიქრობ, ბოლო დროს მენტალურადაც უკეთესები გავხდით. შესაძლოა, ეს რაღაც დიდის და კარგის დასაწყისიც იყოს.

0.114532