საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ რუმინეთის ნაკრებთან (2:1) თამაში შეაფასა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ეს გამარჯვება მომავალი მატჩებისთვის გუნდს თავდაჯერებას შემატებს.
აბურჯანიამ ამ თამაშში გოლიც გაიტანა, რომელიც მისთვის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო იყო და მეუღლეს მიუძღვნა.
"ეს გამარჯვება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არამარტო მწვრთნელისთვის ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი“, - განაცხადა აბურჯანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 6 ივნისს, სტუმრად ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.