ფეხბურთი

15:34 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას ფასმა მოიმატა: Transfermarkt-მა ხვიჩა სარეკორდოდ გააძვირა

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება კიდევ უფრო გაიზარდა. Transfermarkt-ის მონაცემებით ხვიჩას ფასი 18 მილიონი ევროა.

აქამდე 20 წლის შემტევის ღირებულება 15 მილიონად იყო შეფასებული, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცნობილმა ვებგვერდმა მონაცემები განაახლა. 18 მილიონი ევრო ქართველი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და მსგავსი ფასი აქამდე არავის ჰქონია.

კვარაცხელია საქართველოსა და „რუბინის“ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რუსეთის პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა, 2001 წელს დაბადებულებს შორის მე-11 პოზიციას იკავებს. მარცხენა ვინგერებში 37-ეა, ხოლო მსოფლიოში 467-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ ორჯერ დასახელდა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. მას საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.122231