ფეხბურთი

12:17 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსას", "რეალს" და "იუვეს" უნდა ეშინოდეთ, ჩემპიონთა ლიგიდან გააგდებენ"

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დარწმუნებულია, რომ უეფა „იუვენტუსს“, „ბარსელონას“ და „რეალს“ ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხავს. როგორც მან განაცხადა, რომ სამივე კლუბს უნდა ეშინოდეს.

„მე მაქვს განცდა, რომ უეფას „ბარსელონას“, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია შეუძლია. სუპერლიგის იდეა ფლორენტინო პერესის ოცნებაა გარკვეული დროის განმავლობაში. ეს არ არის, კოვიდპანდემიით გამოწვეული საკითხი, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ამას დააბრალონ. კონცეფცია მკვდარი არ არის. მათ სურთ ყველაფერი დიდი კლუბების გარშემო ტრიალებდეს.

სანქციები? ვისაც უნდა ეშინოდეს, ეს „ბარსელონა“, „რეალი“ და „იუვენტუსია“. არ მინდა, ჩემპიონთა ლიგის მათ გარშემო წარმოდგენა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ეს სამი კლუბი გაირიცხება ჩემპიონთა ლიგიდან და მათ უნდა ეშინოდეთ“, - თქვა ტებასმა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიური მედიის ცნობით, უეფა სამივე კლუბის დისკვალიფიკაციას მომდევნო კვირაში გააოფიციალურებს. დასჯილი გუნდები კი საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავენ (CAS) და დისკვალიფიკაციის გაუქმებას ეცდებიან. აღსანიშნავია, რომ უეფამ ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტიც“ მოკვეთა, მაგრამ ინგლისელებმა აპელაცია მოიგეს და იმ ტურნირის ფინალშიც გააღწიეს, სადაც უეფას გადაწყვეტილებით არც უნდა ეთამაშათ.

0.125627