ფეხბურთი

2:46 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020: იტალიის ნაკრების შემადგენლობაც გაირკვა და დაინომრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. განაცხადს მიღმა შეკრებაზე ბოლო დრომდე მყოფი სამი ფეხბურთელი დარჩა: ჯანლუკა მანჩინი, მატეო პოლიტანო და მატეო პესინა.

სამაგიეროდ, მანჩინის ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავს "სასუოლოს" ფორვარდი ჯაკომო რასპაოდორი, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში იყო და მას ეროვნულ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშია. გარდა ამისა, იტალიის ნაკრები უკვე დაინომრა და ევრო 2020-ზე ასეთი შემადგენლობით წარდგება.

მეკარეები: 21. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), 26. ალექს მერეტი (ნაპოლი), 1. სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: 19. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), 3. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), 15. ფრანჩესო აჩერბი (ლაციო), 23. ალესანდრო ბასტონი (ინტერი), 2. ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), 24. ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთი), 4. ლეონარდო სპონაცოლა (რომა), 25. რაფაელ ტოლოი (ატალანტა), 13. ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: 18. ნიკოლო ბარელა (ინტერი), 16. ბრაიან კრისტანტე (რომა), 5. მანუელ ლოკატელი (სასუოლო), 7. ლორენცო პელეგრინი (რომა), 12. სტეფანო სენსი (ინტერი), 6. მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), 8. ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი)

თავდამსხმელები: 9. ანდრეა ბელოტი (ტორინო), 11. დომენიკო ბერარდი (სასუოლო), 20. ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), 14. ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), 17. ჩირო იმობილე (ლაციო), 10. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), 22. ჯაკომო რასპადორი (სასუოლო)

იტალიის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი 28 მაისს სან მარინოსთან გამართა და 7:0 იმარჯვა. "სკუადრა აძურა" 31 მაისიდან რომში მოემზადება, სადაც ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩს ჩაატარებს, თურქეთთან, უელსთან და შვეიცარიასთან. მანამდე, 4 ივნისს, ამხანაგურ თამაშში ჩეხეთს დაუპირისპირდება. ევრო 2020 11 ივნისს, იტალია - თურქეთის მატჩით გაიხსნება.

0.130258