ესპანეთის ლიგა ენდესაში პლეი-ოფი დაიწყო და გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ კანარიელებმა უკეთ ითამაშეს და 86:78 მოიგეს, რითაც სერიაში დაწინაურდნენ.
საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო. ქართველმა ცენტრმა 22:05 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო და შესაბამისად, მატჩის MVP გახდა.
თად მაკფადენს საკმაოდ ცუდი თამაში ჰქონდა, შეხვედრა უქულოდ დაასრულა და თავის გუნდს დიდად ვერაფერში დაეხმარა.
„ლენოვო ტენერიფე“ 1:0-ს იგებს, მომდევნო მატჩი „ბურგოსის“ მოედანზე 3 ივნისს გაიმართება.