ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონთისთვის ცნობილია. გარეთ საუთგეითმა 33 ფეხბურთელიდან 26 გამოარჩია. მან მოთამაშეები 13 სხვადასხვა გუნდიდან გამოიძახა, ყველაზე მეტი - 4-4 წარმომადგენელი „მანჩესტერ სიტის" და თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჰყავს. ხოლო სამი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი ლონდონის "ჩელსი".
26 კაციანი შემადგენლობა კი შემდეგნაირია:
მეკარეები: 1. ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), 13. დინ ჰენდერსონი (მანჩესტერ იუნაიტედი) 23. სემ ჯონსტონი (ვესტ ბრომვიჩი).
მცველები: 2. კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), 3. ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), 5. ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), 6. ჰარი მაგუაირი (მანჩესტერ იუნაიტედი), 12. კირან ტრიპიერი (ატლეტიკო), 15. ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), 16. კონორ კოდი (ვულვზი), 21. ბენ ჩილუელი (ჩელსი), 22. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), 24. რის ჯეიმსი (ჩელსი).
ნახევარმცველები: 4. დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), 7. ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), 8. ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), 14. კალვინ ფილიპსი (ლიდსი), 17. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი), 19. მეისონ მაუნთი (ჩელსი), 20. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), 25. ბუკაიო საკა (არსენალი), 26. ჯუდ ბილინგემი (დორტმუნდი).
თავდამსხმელები: 9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი), 10. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), 11. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი), 18. დომინიკ კალვერტ-ლიუინი (ევერტონი).
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, რომელსაც ავსტრისა და რუმინეთის ნაკრებთან - შესაბამისად 2 და 6 ივნისს ჩაატარებენ. ევროპის ჩემპიონატზე კი ხორვატიას, შოტლანდიასა და ჩეხეთს დაუპირისპირდება.