ნიდერლანდების ნაკრების მეკარე იასპერ სილესენი ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი კორონავირუსია. „ვალენსიას“ კარის დარაჯის ტესტი დადებითი გამოდგა.
სილესენი თავის ნაკრებს საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩშიც ვერ დაეხმარება, რომელიც 6 ივნისს გაიმართება. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ნაკრებში „ალკმაარის“ მეკარე მარკო ბიზოტი მიიწვიეს და სილესენს ის ჩაანაცვლებს.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინის, ჩრდ. მაკედონიისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.