ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ინტერის“ ხელმძღვანელობა სახელფასო ვალდებულებების განტვირთვას გეგმავს და ამ მხრივ პირველი კანდიდატები არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი არიან.
ვიდალის ჯამაგირი წელიწადში 6,5, ხოლო სანჩესისა 7 მილიონი ევროა. კლუბს მეტად აღარ შეუძლია ჩილელებისთვის ამხელა ხელფასის გადახდა. ვიდალს „ინტერთან“ კონტრაქტის ვადა 2022 წლის, ხოლო სანჩესს 2023 წლის ზაფხულში ეწურება.