ფეხბურთი

10:51 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

შევჩენკო ევრომეტოქეების შესახებ

უკრაინის ნაკრების 44 წლის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მეტოქეების შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.

„ავსტრიაც და ჩრდილოეთ მაკედონიაც საკმაოდ მაღალი კლასის გუნდები არიან. ცხადია, ჯგუფის ფავორიტი ნიდერლანდების ნაკრებია, თუმცა, ევროზე სუსუტი მეტოქე არ არსებობს.

ჩვენ ყველა მატჩს სტუმრად ჩავატარებთ, ნიდერლანდებს კი საკუთარი გულშემატკივარი დაეხმარება. მართალია, ვან დეიკი არ ეყოლებათ, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერები არიან. ავსტრიელებსაც ჰყავთ ფეხბურთელები. რომლებიც გამორჩეულ კლუბებში თამაშობენ.“ - ციტირებს უკრაინელი სპეციალისტის სიტყვებს Radio Rai.

23 მაისს უკრაინელებმა ამხანაგური მატჩი გამართეს ბაჰრეინის ეროვნულ გუნდთან. შეხვედრა ხარკოვში, „მეტალისტის“ სტადიონზე გაიმართა და 1:1 დასრულდა.

0.134271