ფეხბურთი

10:23 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მილანის „ინტერის“ 28 წლის ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, 2020-21 წლების იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს სერია A-ს ოფიციალური საიტი.

ახლადდამავრებულ სეზონში ლუკაკუმ იტალიის ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 24 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასით გამოირჩა.

შგახსენებთ, რომ სერია A-ს საუკეთესო მეკარედ „მილანის“ კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს, მცველად - „ატალანტას“ კრისტიან რომერო, ნახევარმცველად - „ინტერის“ ნიკოლო ბარელა, თავდამსხმელად - „იუვენტუსის“ კრიშტიანუ რონალდუ.

0.116303