კალათბურთი

13:42 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ენტონი დევისის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" სერიაში უპირატესობა გაანიავა (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფში საქმე გაურთულდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“. ფრანკ ვოგელის გუნდი შინ „ფინიქს სანსს“ დაუპირისპირდა და 92:100 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2.

„ლეიკერსისთვის“ ერთადერთი ცუდი ამბავი მარცხი ნამდვილად არ ყოფილა. აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს ლიდერი, ენტონი დევისი გამოაკლდა. ამერიკელმა კალათბურთელმა პარკეტზე 19:24 წუთი გაატარა, რა დროშიც მხოლოდ 6 ქულას, 4 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი. რაც შეეხება ტრავმის სიმწვავეს, ამერიკული მედიის ინფორმაციით დაძიანება სერიოზული არ არის და ის შესაძლოა „სანსთან“ მე-5-ე დაპირისპირებაშიც ვიხილოთ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, - საკმაოდ დაძაბული გამოდგა. „ლეიკერსმა პირველი მეოთხედი 1 ქულის სხვაობით მოიგო, თუმცა, „ფინიქს სანსმა“ ტაიმი თავის სასარგებლოთ 54:50 დაასრულა. მეორე ტაიმშიც თითქმის ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა, ორივე გუნდმა თითო მეოთხედის მოგება მოახერხა, თუმცა „ლოს ანჯელესელებმა“ ბოლო პერიოდში ჩამორჩენის აღმოფხვრა მაინც ვერ შეძლეს.

აღნიშნულ შეხვედრაში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, ენტონი დევისის გარეშე ამერიკელმა კალათბურთელმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და არასრულ 38 წუთში 25 ქულით, 12 მოხსნითა და 6 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა რიგებში კი კრის პოლი გამოირჩა, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.

სერიის მე-5 დაპირისპირება 2 ივნისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119289