ჩოგბურთი

1:52 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

როლან გაროსის პირველი დანაკლისი - დომინიკ თიმი

დღეს საფრანგეთის ღია პირველობა დაიწყო და ტურნირს უკვე გამოეთიშა ერთი ფავორიტი - ავსტრიელი დომინიკ თიმი, ვინც მეოთხე ნომრად იყო განთესილი. აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი, 35 წლის ესპანელთან, პაბლო ანდუხართან 4-6, 5-7, 6-3, 6-4, 6-4, დამარცხდა.

ანდუხარისთვის, ეს ალბათ კარიერაში საუკეთესო გამრჯვება იყო. არამხოლოდ იმიტომ, რომ ტიტულოვან მეტოქეს აჯობა, არამედ იმიტომაც, რომ ორი სეტით უკან იყო და ასეთი თამაშის გადარჩენა შეძლო. და მან ტურნირი პირველივე წრეში დაატოვებინა ჩოგბურთელს, ვინც ამ ტურნირის ფინალში ორჯერ (2018 და 2019 წლებში) არის გასული.

შეხვედრა 4 საათი და ნახევარი გრძელდებოდა. მის მიწურულს, თიმმა ესპანელის მოწოდებაზე გეიმის მოგება სცადა, მაგრამ ანდუხარმა ზეწოლას გაუძლო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

სხვათა შორის, ანდუხარი ის ჩოგბურთელია, ვინც ახლახანს, ჟენევის ტურნირი დიდი სლემის 20 ტიტულის მფლობელს, როჯერ ფედერერს დაატოვებინა. ამის მიუხედავად, მისგან თიმის დამარცხებას არავინ ელოდა.

„ამას მოტივაციის ნაკლებობას ვერ დავაბრალებ. უბრალოდ, თამაში არ წამივიდა. თითქოს ყველა დარტყმას ძალა აკლდა. და ვერც ზუსტ დარტყმებს ვასრულებდი. კორტზე მოძრაობაც არ მქონდა კარგი. ასე რომ, ჩემ თამაშში ყველა კომპონენტი გარკვეული პროცენტით არ იყო კარგი“, - განაცხადა თიმმა.

„საკუთარი თავის მჯეროდა, რადგან ორი კვირის წინ, ფედერერთანაც კარგად ვითამაშე. საერთოდ, კენჭისყრა ჩემთვის არ იყო კარგი. მაგრამ ასეთი ჩოგბურთელის დამარცხება ნამდვილი საჩუქარია, თუნდაც ეს მისი საუკეთესო თამაში არ იყო“, - განაცხადა გამრჯვებულმა.

0.412967